Tuesday, June 26, 2018

მერვე დღე


ტრენინგის მერვე დღე, ჩვეულებისამებრ, მრავალფეროვანი და საინტერესი იყო.  გავეცანით თემებს:  "ფასილიტაცია", "მასწავლებელი, როგორც დამხმარე" და სხვ. გავეცანით გეგმის კომპონენტების ღირებულებებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სლაიდებზე მუშაობა. ფასილიტაციის ნიმუშების დახმარებით შევქმენი სლაიდი და განვათავსე საქაღალდეში. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ შეფასების მრავალფეროვანი ხერხები და ვისაუბრეთ მუშაობისას მის მნიშვნელობაზე. გავეცანით დოკუმენტაციას პროექტის მენეჯმენტის შესახებ.  ასევე ვიმუშავეთ ჯგუფებში და თანამიმდევრობით დავალაგეთ პროექტის მნიშვნელოვანი საკითხები.

მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის.

Monday, June 25, 2018

მეშვიდე დღე



ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ჩვენი პროექტის გეგმაც თანდათან სრულყოფილ სახეს იღებს. დღეს ახალი თემა გავიარეთ: ესაა "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის". აღნიშნული თავის ფარგლებში ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დაწვრილებით განვიხილეთ ის აქტივობები, რომელნიც მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სსსმ მოსწავლეთათვის. მიღებული თეორიული ცოდნა გამოგვადგა, შეგვერჩია აქტივობები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.

   მადლობა ტრენერს დღევანდელი ნაყოფიერი დღისათვის.

Thursday, June 21, 2018

მეექვსე დღე



გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას, რუბრიკებს და ჯგუფური შეფასების ფორმებს. ვისწავლეთ სასურველი ნიმუშის ჩვენს ბლოგზე განთავსება. ვიმუშავეთ ჯგუფებში. ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები და შევუსაბამეთ ჩვენს პროექტს.  მოვამზადეთ პრეზენტაცია მოსწავლის თვალთახედვით და განვათავსეთ ჩვენს დისკზე.

Wednesday, June 20, 2018

მეხუთე დღე


დღევანდელი დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა, რეკომენდაციების განთავსება კოლეგის ნამუშევარზე.  გავეცანით რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისათვის, აგრეთვე საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციასა. ასევე გავეცანი იმ გზებს, რომლითაც შესაძლებელია Google-ის საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მოძიება.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Sunday, June 17, 2018

მეოთხე დღე



გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;  ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე; გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პრეზენტაციის სლაიდზე მუშაობა. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიიყენებ სწავლების პროცესში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და შინაგანი მოტივაციის გაზრდის მიზნით.

Saturday, June 16, 2018

მესამე დღე




   ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევარჩიეთ მიზნები და შევუსაბამეთ სტანდარტები, ასევე ყურადღება გავამახვილეთ შეფასების კომპონენტებზე, გამოვყავით საკვანძო სიტყვები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე, ვინაიდან მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Sunday, June 10, 2018

მეორე დღე




ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პროექტის მომზადების ფაზებს, შევისწავლეთ ბუკლეტებისა და ბლოგის შექმნა. პროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ სრულყოფილად დავეუფლოთ პროექტებით სწავლების მეთოდს, შევძლოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება, მოვარგოთ იგი მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს. ვფიქრობ, მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება შევთავაზო პროექტი: "რუსთაველი და ასტროლოგია". ისინი თავად  გადაინაწილებენ ფუნქციებს,  მოიძიებენ მასალებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს, რაშიც აქტიურად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს  და სხვ. ამგვარად, მოსწავლეები,  ერთი მხრივ,  გაიღრმავებენ ცოდნას კონკრეტულ თემასთან მიმართებით და, მეორე მხრივ, გამოუმუშავდებათ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

პირველი დღე



გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდს, გამოვყავით პრობლემები და შევიმუშავეთ მისი გადაჭრის გზები. პროექტებით სწავლების საჭიროება დადგა იქიდან გამომდინარე, რომ საგაკვეთილო დრო ხშირად საკმარისი არ არის თემის სიღრმისეულად შესწავლისათვის. ეს მეთოდი კი, ერთი მხრივ, გვეხმარება საკითხის საფუძვლიანად დამუშავებაში და, მეორე მხრივ, ამაღლებს მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას და ზრდის თემისადმი  ინტერესს.

სასწავლო რესურსი - ,,სასვენი ნიშნები"

რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია