Sunday, June 10, 2018
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პროექტის მომზადების ფაზებს, შევისწავლეთ ბუკლეტებისა და ბლოგის შექმნა. პროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ სრულყოფილად დავეუფლოთ პროექტებით სწავლების მეთოდს, შევძლოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მოვარგოთ იგი მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს. ვფიქრობ, მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება შევთავაზო პროექტი: "რუსთაველი და ასტროლოგია". ისინი თავად გადაინაწილებენ ფუნქციებს, მოიძიებენ მასალებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს, რაშიც აქტიურად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და სხვ. ამგვარად, მოსწავლეები, ერთი მხრივ, გაიღრმავებენ ცოდნას კონკრეტულ თემასთან მიმართებით და, მეორე მხრივ, გამოუმუშავდებათ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
სასწავლო რესურსი - ,,სასვენი ნიშნები"
რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია
-
დღე საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული აღმოჩნდა, დავასრულეთ პროექტი და პორტფოლიო. ამის შემდგომ დასრულებული სახით ავტვირთეთ ბლოგზე. გარ...
-
გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდს, გამოვყავით პრობლემები და შევიმუშავეთ მისი გადაჭრის გზები. პროექტებით სწავლების საჭიროება დადგა იქიდ...
საინტერესო თემა გაქვთ შერჩეული პროექტის თემისთვის, მნიშვნელოვანი სტანდარტთან შესაბამისობა საკითხის,
ReplyDelete