Monday, June 25, 2018

მეშვიდე დღე



ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ჩვენი პროექტის გეგმაც თანდათან სრულყოფილ სახეს იღებს. დღეს ახალი თემა გავიარეთ: ესაა "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის". აღნიშნული თავის ფარგლებში ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დაწვრილებით განვიხილეთ ის აქტივობები, რომელნიც მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სსსმ მოსწავლეთათვის. მიღებული თეორიული ცოდნა გამოგვადგა, შეგვერჩია აქტივობები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.

   მადლობა ტრენერს დღევანდელი ნაყოფიერი დღისათვის.

1 comment:

  1. მოსწვალეა მზაობის გათვალისწინება და დიფერენცირება პროექტში ნიშვნელოვანია, ისევე როგორც საგაკვეთილო დროს, დიფერნეცირება საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებს განუვითაროთ არა მხოლოდ სხვადასხვა უნარები, დამოუკიდებლად ცოდნის მირების - კონსტრუირების უნარი.
    მადლობა ნაყოფიერი სამუშაოსთვის.

    ReplyDelete

სასწავლო რესურსი - ,,სასვენი ნიშნები"

რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია